გიორგი მარგველაშვილი კოალიცია "ძლიერ საქართველოს" შეუერთდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია "ძლიერ საქართველოს" შეუერთდა. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ის ამ წუთებში, გორში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე წარადგინა.

"ამ ძალიან დიდ მოძრაობას, აი, ამ ძალიან დიდ გაერთიანებას უერთდება ერთი ხმა, უერთდება ერთი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი: ადამიანი, რომელიც არასდროს არ წასულა კომპრომისზე; ადამიანი, რომელიც ორივე ხელისუფლების დროს იყო პრაქტიკულად ოპოზიციაში; ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა ინსტიტუტები; ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, არის უწესიერესი ადამიანი და რაც ყველაზე მთავარია, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

"ვერ წარმომიდგენია დღეს პოლიტიკისგან განზე გადგომა. დღეს ხო საუბარი იმაზეა, რომ ჩვენი სამშობლო აი ასე ჩავაბაროთ რუსეთს საჯიჯგნად. მჯიჯგვნელები დარჩებიან ისევ ეს ხალხი, ვინც დღეს ამ ქვეყანას აუბედურებს, აღატაკებს და პერსპექტივას უკარგავს, ხოლო ვინც მათ ამას, ასე ვთქვათ, უფლებას მისცემს, იქნება პუტინი. როდესაც მე ვირჩევდი ჩემ ადგილს ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ მე ვერ გავდგებოდი გვერდზე, ჩემთვის ბუნებრივი იყო, რომ მე ვყოფილიყავი, კიდევ ერთხელ, იმ ხალხთან ერთად, ვისაც აქვს ძალიან შთამბეჭდავი ბიოგრაფია და ამავე დროს ძალიან სუფთა ხელები", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი