"საქართველოს მთავრობა სჯის ეკა გიგაურს" | 4 სენატორის განცხადება

გამოქვეყნდა:

სენატორი ჯიმ რიში, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი, სენატორი ჯონ პიტერ რიკეტსი და სენატორი ჯინ შაჰინი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურებიან. მათი თქმით, საქართველოს მთავრობა ეკა გიგაურს სჯის, რადგან ის იყო მოწმე ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე და რუსულ კანონზე ისაუბრა.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, დასახელდეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "გაცხადებული საარჩევნო სუბიექტად".

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ემზადებიან საქართველოში მოახლოებული არჩევნებისთვის - ისინი არ მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში, როგორც პარტიები და მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიას მიუხედავად იმისა, ვის აძლევს ხმას ხალხი.

არაკეთილსინდისიერია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი, ეკა გიგაური, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 12 სექტემბრის მოსმენაზე მიცემული ჩვენების გამო ისჯება", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი