ნიკა გვარამიას ახალი პოლიტიკური განაცხადი | "კოალიცია ცვლილებისთვის" საარჩევნო სია ცნობილი ხვალ, 26 სექტემბერს, გახდება

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" საპარლამენტო სია ხვალ, 26 სექტემბერს გასაჯაროვდება. ცნობილია, რომ ამ სიაში არ იქნება კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია. დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მან სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა და დღესვე დაადასტურა, რომ ეს ნაბიჯი არც სამომავლო პრემიერმინისტრობის ამბიციას ან მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ყოფნას ნიშნავს.

ამბობს, რომ იბრძვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუმცა შეთანხმებული თამაშის წესებით, კოალიციის ლიდერის სტატუსით. ამ სტატუსს დეპუტატობა არ ჩაანაცვლებს - სამომავლო მთავრობასაც ისე ხედავს, როგორც პრეზიდენტის ქარტიაშია განსაზღვრული - პრემიერმინისტრი იყოს არაპარტიული პირი.

ნიკა გვარამიას ამ გადაწყვეტილებას "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკურ გუნდში ერთგვაროვანი რეაქცია არ მოჰყოლია. ერთ-ერთი ვინც გადაწყვეტილება არ მოიწონა, ხათუნა სამნიძეა, თუმცა ამბობს, რომ დასაფასებელია განაცხადი, რომელიც ახალი პოლიტიკის ახალი ადამიანებისთვის დათმობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი