"პუტინი ცდილობდა, უკრაინა მსოფლიო რუკიდან წაეშალა, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა და არც გამოუვა" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

"პუტინი ცდილობდა, უკრაინა მსოფლიო რუკიდან წაეშალა, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა და არც გამოუვა", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუბრობს. მას დაუსვეს კითხვა, დონალდ ტრამპის მსგავსად, მასაც ეპარება თუ არა უკრაინის გამარჯვებაში ეჭვი:

„ახლა ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას შეუძლია, იყოს ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც ფეხზე დგას სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და არა მხოლოდ ჩვენ, 50-ზე მეტი ქვეყანა“, - განაცხადა ბლინკენმა.

იქამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინას დამარცხება შეუძლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი