
ქუთაისის საჯარო სკოლებში, მასწავლებლებს მშობლების პოლიტიკური განწყობების დადგენა დაავალეს. ვრცელდება ამისი დამადასტურებელი ფოტოები სასკოლო ჩატებიდან - ეს განცხადება დღეს ქუთაისში ბრიფინგზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა ლიდერებმა გააკეთეს.
ხათუნა არველაძის და გიორგი თევდორაძის თქმით, ოპოზიციას ასევე აქვს წინასაარჩევნო დარღვევების სხვა ფაქტებიც. ქუთაისის ერთ-ერთ უბანში მოქალაქემ საკუთარ ბინაში 7 ჩაწერილი უცხო პირი აღმოაჩინა.
ყველა დარღვევის შესახებ, ოპოზიციონერებმა საერთაშორისო დამკვირვებლებს აცნობეს.