ივანიშვილის დასახვედრად, თელავის მერია 2 დღით ადრე მობილიზდა | გადაკეტეს ქუჩები და ჯავშნიანი აკვარიუმისთვის სცენის მონტაჟი დაიწყეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მმართველობიდან მეთორმეტე წელს, ბიძინა ივანიშვილი კახეთში ამომრჩეველს პირველად შეხვდება. თელავის მთავარი ქუჩები დილიდან გადაკეტეს და ჯავშნიანი აკვარიუმისა და დაცული სცენის მონტაჟი დაიწყეს.

ოლიგარქი თელავში 28 სექტემბერს ჩავა, თუმცა ორი დღით ადრე, რუსთაველის ქუჩა ერეკლეს II-ის ძეგლის ტერიტორიის ჩათვლით უკვე სრულად გადაკეტილი და პარალიზებულია. ეწყობა სცენაც, სადაც "ოცნების" მხარდამჭერი მომღერლები წარდგებიან.

ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს, ტრადიციულად აკვარიუმიდან მიმართავს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი