არჩევნებს მიღმა დარჩენილი ათასობით ემიგრანტი | ცესკო-ს უარი ქვეყნიდან წასულ ქართველებს

გამოქვეყნდა:

საზღვარგარეთ დამატებითი უბნები არ გაიხსნება. საფუძველი საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებია, რომლის მიხედვითაც საკონსულო აღრიცხვა 65 508 ამომრჩეველმა ემიგრანტმა გაიარა. მანამდე გაცილებით მეტი დარეგისტრირებულის შესახებ ვრცელდებოდა მონაცემები. 

საკონსულო აღრიცხვის დამადასტურებელი მონაცემების საფუძველზე, დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 5 ქალაქში დამატებითი უბნების გახსნის საკითხი დააყენეს, თუმცა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ცესკომ საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა და მოთხოვნა საბოლოოდ კენჭისყრაზე ჩავარდა. 

კენჭისყრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს. მათი შეფასებით, ცესკომ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიციას მთავარ საარჩევნო ადმინისტრაციასთან სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა. მათ შორის, რატომ ჩატარდა თემის განხილვა გადაწყვეტილების მიღების ბოლო დღეს.

ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნების მიღმა რჩება საქართველოს ათასობით მოქალაქე. უბნების გახსნას მოთხოვნით ისინი რამდენიმე თვეა სისტემატურად მართავენ აქციებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი