ნიუ-იორკის მოქმედ მერს, ერიკ ადამსს, კორუფციის ბრალდება წარედგინა

გამოქვეყნდა:

აშშ-ში, ნიუ-იორკის მოქმედ მერს, ერიკ ადამსს კორუფციის ბრალდება წაუყენეს. ადამსს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლით წარედგინა - მათ შორისაა ქრთამის აღება, თაღლითობა და საარჩევნო კამპანიისთვის თურქეთიდან უკანონო დაფინანსების მიღება.

57-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა დღეს დილით, რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გამოქვეყნდა.

პროკურატურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში, დადგინდა ადამსის თურქ ჩინოვნიკებთან და ბიზნესმენებთან კავშირები, ასევე მისი კამპანიის ფარგლებში მიღებული შემოწირულებების წარმომავლობაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი