2024 წლის მხოლოდ პირველ ორ კვარტალში PosTV-მ სხვადასხვა წყაროებიდან 3 მილიონამდე შემოსავალი მიიღო | "ფლანგვა"

გამოქვეყნდა:

2024 წლის მხოლოდ პირველ ორ კვარტალში PosTV-მ სხვადასხვა წყაროებიდან 3 მილიონამდე შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

ასევე, ორგანიზაცია წერს, რომ არასრულ ერთ თვეში, პროპაგანდისტულმა მედიასაშუალება PosTV-მ "ოცნების" ანტიდასავლური განცხადებების სოციალურ ქსელში რეკლამირებისთვის 15,000 დოლარი გადაიხადა.
 
ტელეკომპანია PosTV-ის საკონტროლო პაკეტს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს.

"გამჭვირვალობის" მომხრე დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციები გაუმჭვირვალეა, რის გამოც ოთხჯერ დაჯარიმდა, თუმცა იგი მაინც არ უთითებს სრულ ინფორმაციას ქონების შესახებ", - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი