"[სიაში არყოფნის] გადაწყვეტილება პირადად მე მივიღე... გამორჩენაო, [გახარიას] ეს შეფასება, საწყენი იყო" | მიხეილ დაუშვილი 

გამოქვეყნდა:

"[სიაში არყოფნის] გადაწყვეტილება პირადად მე მივიღე... გამორჩენაო, [გახარიას] ეს შეფასება, საწყენი იყო", - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი დეა მამისეიშვილთან ერთად" საუბრობს.

ის არ აკონკრეტებს, სიაში არყოფნის გადაწყვეტილება პარტიის მიერ სიის წარდგენამდე მიიღო თუ წარდგენის შემდეგ და ამბობს მხოლოდ იმას, რომ ეს გუშინ, 25 სექტემბერს გადაწყვიტა. 

"მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, პირადად მიშა დაუშვილმა. ეს არ ნიშნავს, რომ სადმე მივდივარ ან წავედი. მე ვრჩები პარტიაში... ახლა ეს არ არის მთავარი, ჩვენი ქვეყნის ბედი და ქვეყნის გამარჯვებაა მნიშვნელოვანი", - ამბობს დაუშვილი. 

იხ ეხმაურება გიორგი გახარიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასაც, რომელმაც, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იყო სიაში მიხეილ დაუშვილი, თქვა, რომ  ეს უბრალოდ "გამორჩა". დაუშვილი ამბობს: 
"ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ, საწყენი იყო - ამის იქით პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ". ჟურნალისტის კითხვას კი, არის თუ არა ის გიორგი გახარიაზე ნაწყენი, ის ასე პასუხობს: "არა, რა თქმა უნდა".

"მე და გახარიამ გუშინ არ გავიცანით ერთმანეთი, ბევრი წელია მასთან ვმუშაობ, ბევრი რამ გამოვიარეთ და პირდაპირ გეტყვით, რომ მე ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ და გამორიცხულია, დავდგე და ჭორაობა დავიწყო. ეს გადაწყვეტილება გუშინ საბოლოოდ მივიღე მე", - ამბობს დაუშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი