აშშ-მა რუსეთს კიბერდანაშაულებისა და ფულის გათეთრების გამო ახალი სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

აშშ-ს მთავრობამ რუსული ვირტუალური ფინანსური პლატფორმებისა და ცალკეული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ კიბერდანაშაულებისა და ფულის გათეთრების გამო ახალი სანქციები დააწესა, - ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელი (FinCEN) აწესებს შეზღუდვებს რუსული ვირტუალური ვალუტის PM2BTC-ის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთში ფულის გათეთრებაში აქტიურადაა ჩართული. 

გარდა ამისა, საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) სანქციებს რუსეთის მოქალაქე სერგეი ივანოვის წინააღმდეგ აწესებს, რადგან ივანოვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფულის გათეთრების პროცესებში. სანქციები დაწესდება ასევე სენტ-ვინსენტსა და გრენადინების კუნძულებზე რეგისტრირებული ვირტუალური ვალუტის, Cryptex-ის წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი