"ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!” | კობახიძე რუსეთის არხსენებაზე და მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები სოხუმის დაცემის დღეს

გამოქვეყნდა:

"ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!” – ასე უპასუხა პრემიერმა კობახიძემ კითხვას, რატომ არ ახსენა რუსეთი ოკუპაციაზე საუბრისას:

„როგორ გეკადრებათ, საუბარი იყო იქ ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ყველა თემაზე გვქონდა ჩვენ საუბარი ყურადღებით თუ უსმენდით. ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ყველამ ძალიან კარგად იცის...”, – თქვა კობახიძემ. 

პრემიერი კობახიძე სოხუმის დაცემის დღეს, გმირთა მემორიალთანაც რუსულ პროპაგანდას იმეორებს და აგვისტოს ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს:

"2008 წელს  ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც მოგვიანებით აღიარა ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით. სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და მერე ხელი მოაწერა დასკვნას, ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმის თავდასხმას უპასუხა საპასუხო იერიშით რუსეთის ფედერაციამ"  - ამბობს კობახიძე.

 "ომისა და მშვიდობის შედარება პრინციპულია" - ასე ხსნის პრემიერი მისი პარტიის მიერ,  განადგურებული უკრაინული ქალაქებს ფოტოების გამოყენებას ბანერებზე, წინასაარჩევნო მიზნებისთვის:  

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი - თქვა კობახიძემ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი