ინდონეზიაში ოქროს საბადო ჩამოიშალა | დაღუპულია 15 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ინდონეზიაში ოქროს საბადოს ჩამოშლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უხვმა ნალექმა და მეწყერმა გამოიწვია.

როგორც უცხოური მედია იუწყება, საბადოში ოქროს უკანონოდ მოიპოვებდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. საბადოში ჩამოშლის დროს 25 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 15 ადგილზე დაიღუპა, სამი დაშავდა, ხოლო შვიდი დაკარგულად ითვლება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი