საქართველოს ევროპული მომავალი | 10 ოქტომბერს ბუნდესტაგში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

გამოქვეყნდა:

10 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს საკითხზე განხილვა გაიმართება. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია ნათქვამი.

განხილვა სამთავრობო ფრაქციების მიერაა ინიცირებული. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ განხილვის თემა საქართველოს ევროპული მომავალია.

შეხვედრა ბერლინის დროით 16:10-ზეა ჩანიშნული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი