"ოცნებამ" 20 დღეში საარჩევნო რეკლამაში 4 მილიონზე მეტი დახარჯა | რომელი ბილბორდი დაუჯდა ყველაზე ძვირი ოლიგარქის პარტიას

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ რეკლამაში  2024 წლის 27 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე პერიოდში 4 650 066 ლარი დახარჯა. ანტიკორუფციულ ბიუროში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშის მიხედვით აქედან  სატელევიზიო რეკლამაში დაიხარჯა  273 690 ლარი, ინტერნეტ რეკლამაში  176 365, გარე რეკლამაში 3 777 009, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებში 423 002.

"ქართული ოცნების" ზოგიერთ სარეკლამო ბილბორდებში, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილშია განთავსებული, რამდენიმე ათეული ათასი ლარია გადახდილი, მაგალითად აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე საქალაქო სასამართლოსთან მდებარე ბილბორდზე, რომლის ფართობი 248 კვ.მ-ია 19 824 ლარი გადაიხადეს. თამარაშვილის ქუჩაზე მაღლივის გადასახვევთან მდებარე 248 კვ.მ ფართობის ბილბორდისთვის კი 39 648 ლარი. ორთაჭალის ჰესთან ბილბორდში 12 820 ლარი, ვარაზის ხევში უნივერსიტეტის მიმდებარედ კი 23 293 ლარი, ელბაქიძის დაღმართზე 12 820 ლარი. რეკლამის პერიოდი 12 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდეა.  გარე რეკლამირებას ძირითადად შპს ალმა უზრუნველყოფს, რომლის 100% წილის მფლობელი მალტაში დარეგისტრირებული კომპანია Meridian Malta-ია, დირექტორი კი გიორგი ტრაპაიძე. კომპანია ძმებ ფხაკაძეებთან არის დაკავშირებული.

არასრული ერთი თვის პერიოდში ფეისბუკზე ინტერნეტ რეკლამის ხარჯი 95 698 ლარია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი