აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხალი "ჰელენი" მძვინვარებს | დაღუპულია სამი ადამიანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხალი "ჰელენი" მძვინვარებს. სტიქიას უკვე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთს ფლორიდაში, საკუთარ მანქანაში საგზაო ნიშანი დაეცა. ორი დაღუპულია ჯორჯიის შტატში.

ქარიშხლის გამო დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ავტომაგისტრალები. სამ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიამ ფლორიდა, ჯორჯია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინა დააზარალა. 

აშშ-ის ქარიშხლების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, „ჰელენის“ სიმძლავრე მეოთხე კატეგორიის ქარიშხლიდან, ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შემცირდა. სტიქიის შესუსტების მიუხედავად, უწყებაში აცხადებენ, რომ სიტუაცია კვლავ „საშიში და სიცოცხლისთვის სახიფათოა“.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი