ნიუ-იორკში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპი, ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრა, ნიუ-იორკში, Trump Tower-ში გაიმართა. მედიის ცნობით, ტრამპმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს, როგორც ზელენსკისთან, ასევე ვლადიმერ პუტინთან და თქვა: "ვფიქრობ, თუ გავიმარჯვებთ ყველაფერს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ".

ზელენსკიმ კი ტრამპს "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი