უმაღლესი სასწავლებლები ოლიგარქის ხელისუფლების სამიზნეში. სტუდენტების საყოველთაო პროტესტის შემდეგ, ხელისუფლებამ რეპრესიული სადამსჯელო ღონისძიება იმ უნივერსიტეტების წინააღმდეგ აამოქმედა, რომელთა ადმინისტრაციაც ახალგაზრდების მასშტაბურ პროტესტს მხარს უჭერს.
საერთაშორისო ექსპერტების უმაღლესი შეფასება, რომლის მიხედვითაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შვიდივე სტანდარტს აკმაყოფილებდა, ავტორიზაციის საბჭომ შეცვალა და უნივერსიტეტს 6-წლიანი აკრედიტაციას მაგივრად 1-წლიანი, პირობითი აკრედიტაცია მიანიჭა.
უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს ეჭვი არ ეპარება, რომ "ოცნების" მიზანი დამოუკიდებელი უნივერსიტეტების შეშინება და მათ წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებაა. გიგი თევზაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მმართველი პარტიის სამიზნე შემთხვევით არ აღმოჩნდა და უნივერსიტეტს ივანიშვილის გუნდი წლების განმავლობაში ებრძვის. ახლა კი ბრძოლას ავტორიზაციის საბჭოს სახელით იწყებს.