ამომრჩეველთა სია ათასობით ემიგრანტის გარეშე | ცესკო-ს გადაწყვეტილება და საგარეოს განმარტება

გამოქვეყნდა:

ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის შანსი მცირეა, თუმცა "ოცნების" გადაწყვეტილება, შესაძლოა, ემიგრანტების აქტიურობამ შეცვალოს. ამ დროის მონაცემებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო სიაში ათეულობით ათასით ნაკლები ამომრჩეველი დაარეგისტრირა, რამაც ცესკო-ს საშუალება მისცა, უარი ეთქვა ახალი უბნების გახსნაზე. თავად ემიგრანტები დარჩიაშვილის უწყების მონაცემებით გაოგნებული არიან. 

ემიგრანტები ასეთი აქტიური არც ერთი წინა არჩევნების დროს არ ყოფილან. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე თვეა არჩევნებში მონაწილეობის კამპანიაშია ჩართული. სისტემატიურად მართავენ აქციებს და უბნების გახსნას მოითხოვენ. ეს არის ერთადერთი საშუალება, ქვეყნის უკეთეს მომავალს დაუჭირონ მხარი და საქართველოში დაბრუნდნენ. 

ემიგრანტებისთვის დაუჯერებელია, რომ შეერთებულ შტატებში საკონსულო აღრიცხვაზე მხოლოდ 7 ათას 768 ამომრჩეველი დარეგისტრირდა. მათი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ,,ქართულმა ოცნებამ'' ქვეყნიდან გააქცია და ემიგრანტად აქცია, ახლა კი მათი კრიტიკული განწყობის გამო ხელოვნურ ბარიერებს უქმნის და ამ გარდამტეხი არჩევნების მიღმა ტოვებს.

აღსანიშნავია, საგარეოს მონაცემების საფუძველზე ცესკო საზღვარგარეთ 60 უბანზე მეტის გახნის აუცილებლობას ვერ ხედავას, თუმცა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა საჭიროების შემთხვევაში ამის დაპირებაც გააჟღერა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი