აშშ-ს არ ჰქონია წინასწარი გაფრთხილება ბეირუთში ისრაელის დარტყმის შესახებ | პენტაგონი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს არ ჰქონია წინასწარი გაფრთხილება ბეირუთში ისრაელის დარტყმის შესახებ - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერი საუბრობს და განმარტავს, რომ მაშინ, როცა ისრაელმა იერიში დაიწყო, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მის ისრაელელ კოლეგას, იოავ გალანთს ტელეფონით ესაუბრებოდა.

"აშშ ამ ოპერაციაში ჩართული არ ყოფილა და ჩვენ წინასწარი გაფრთხილება არ გვქონია", - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა იყო საუბრის მთავარი თემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი