ისრაელმა ბეირუთში "ჰეზბოლას" შტაბ-ბინა დაბომბა

გამოქვეყნდა:

პარასკევს საღამოს ისრაელის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა სამხრეთ ბეირუთში მდებარე "ჰეზბოლას" ცენტრალურ შტაბზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო "ჰეზბოლას" მეთაური ჰასან ნასრალა, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, შეძლეს თუ არა მისთვის ზიანის მიყენება.

თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმარჯვებს  "ჰამასის" და "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ომში.

ისრაელის არმიის განცხადების თანახმად, "ზუსტი დარტყმა" მიმართული იყო ჯგუფის ცენტრალურ შტაბზე.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს კვამლი, ამ დროისთვის დადასტურებულია ექვსი ადამიანის სიკვდილი, დაშავებულია 91.

ისრაელის მედიის ცნობით, თავდასხმის სამიზნე "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა იყო. თუმცა,  სხვადასხვა დასავლური მედია წყაროები (მათ შორის AFP და Reuters) ირწმუნებიან, რომ ნასრალა ცოცხალია. არ არსებობს ოფიციალური დადასტურება, რომ დარტყმა ჰეზბოლას ლიდერის წინააღმდეგ იყო მიმართული.

Reuters-ი "ჰეზბოლასთან" დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნასრალამ შეწყვიტა კომუნიკაცია ისრაელის დარტყმების დაწყების შემდეგ. ამასთან, წყაროს ცნობით, მოძრაობის ლიდერი უსაფრთხოდ იმყოფება.

იმავდროულად, ისრაელის არმიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად დაიღუპა "ჰეზბოლას" სარაკეტო განყოფილების მეთაური მუჰამედ ალი ისმაილი და მისი მოადგილე ჰუსეინ აჰმად ისმაილი. IDF-ის ცნობით, მათთან ერთად დაიღუპნენ სარაკეტო ქვედანაყოფის სხვა მეთაურებიც. იმავდროულად, ისრაელის არმიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად დაიღუპა ჰეზბოლას სარაკეტო განყოფილების მეთაური მუჰამედ ალი ისმაილი და მისი მოადგილე ჰუსეინ აჰმად ისმაილი. IDF-ის ცნობით, მათთან ერთად დაიღუპნენ სარაკეტო ქვედანაყოფის სხვა მეთაურებიც. არსებული ინფორმაციით ბეირუთზე ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპა ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას ქალიშვილი, ზეინაბ ნასრალა. ამის შესახებ ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხი იტყობინება.  ჟურნალისტების ცნობით, მისი ცხედარი სამეთაურო ცენტრის ნანგრევების ქვეშ იპოვეს, ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი აფეთქებების შედეგად სულ მცირე ორი შენობა მთლიანად განადგურდა. ისრაელის სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ დარტყმას მიაყენებენ კიდევ სამ სტრუქტურას სამხრეთ ბეირუთში, სადაც არსებული ინფორმაციით "ჰეზბოლა" რაკეტებს ინახავს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი