დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა

დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალას გარეუბანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავებულია 11 - ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინება.

დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს მოხდა საწვავის სატვირთო მანქანასთან  მუშაობის დროს.

შემთხვევის შედეგად დაინგრა ბენზინგასამართი სადგურის შენობა, დაზიანდა ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სატვირთო მანქანა.

დაღესტანში 28 სექტემბერი გლოვის დღედ გამცხადდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი