გადაკეტილი ქუჩები და ჯავშნიანი აკვარიუმი | ივანიშვილი, დღეს თელავში მოსახლეობას შეხვდება

გამოქვეყნდა:

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი, დღეს, 28 სექტემბერს, თელავში ჩავა. მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური ოლიგარქის უსაფრთხოებისა და სიმშვიდისთვის მესამე დღეა მუშაობს.

ქალაქში გადაკეტილია ცენტრალური ქუჩები, გზებზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებს, ადგილზე მუშაობენ კინოლოგები, თელავის ცენტრში კი უკვე მოწყობილია სცენა და მიტანილია საგანგებოდ ივანიშვილისთვის დამზადებული ტყვიაგაუმტარი მინის აკვარიუმი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი