4 წელი გავიდა მას მერე, რაც "ოცნებამ" მოკლა ანაკლიის პორტის პროექტი | ხაზარაძის განცხადება

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საგანგებო განცხადება გააკეთა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, აღნიშნული პროექტი ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ჩააგდო და ამით "ოცნებამ" საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პერსპექტივა დააკარგვინა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს, არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა, დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით.

"4 წელი გავიდა მას მერე, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოკლა პროექტი, საუკუნოდ წოდებული და პროექტი, რომელსაც ჩვენი ყველა მოქალაქე გულის ფანცქალით ელოდებოდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნებოდა აბსოლუტურად ახალი ისტორიის დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის, სამეგრელოს და მთლიანად საქართველოსთვის გაძლიერების, ეკონომიკური სიმდიდრის და რაც ყველაზე მთავარია ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნის გარანტია.

დღეს აქ სიცარიელეა, დღეს აქ არაფერი არ ხდება იმიტომ, რომ 4 წლის წინათ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ეს პროექტი მოკლა. მან ჩაატარა სპეცოპერაცია იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩაერთო ამ პროექტის გასანადგურებლად. ხალხს დააკარგვინა "ქართულმა ოცნებამ" ის პერსპექტივა, ის მომავალი, რომელიც ჩვენ ქვეყანას არა მარტო უამრავ სამუშაო ადგილს და ეკონომიკურ სიმდიდრეს მოუტანდა, არამედ ეს პროექტი იქნებოდა ერთ-ერთი მძლავრი ბიძგი ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის.

როგორც კი, 26 ოქტომბერს, ჩვენ ყველა ერთად ამ მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ, დაიწყება სასწრაფოდ ამ პორტის მშენებლობა," - განაცხადა ხაზარაძემ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი