"პოლიტიკაში შესვლით ლადომ გაცილებით მეტი დაკარგა, იგივე ბედი ელოდება ყველა იმ სპორტსმენს, ვინც ცდილობს, რომ პარლამენტში შესვლით სხვა, უცხო ცხოვრება დაიწყოს" | გორში ხინჩეგაშვილის მერობიდან გადადგომას ეხმაურებიან

გამოქვეყნდა:

გორის მერის მოვალეობას, შიდა ქართლის რეგიონის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი სიმონ გულედანი შეასრულებს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.  მოჭიდავე მერს ამ გადაწყვეტილების მიღებას კანონი ავალდებულებდა რადგან  ხინჩეგაშვილი პრორუსი ოლიგარქის პარტიის საარჩევნო სიის 49-ე ნომერია.

შეძლებს თუ არა ლადო ხინჩეგაშვილი პარლამენტში მოხვედრას - ოპოზიციაში და სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების განახევრებული რეიტინგის პირობებში, ივანიშვილის პარტია საკანონმდებლო ორგანოში ამ რაოდენობის დეპუტატების შეყვანას ვერ შეძლებს. შესაბამისად ხინჩეგაშვილიც პარლამენტს გარეთ დარჩება.

"არაფერი არ მოუტანია ამ ადამიანს გორისთვის როგორც მერს და ალბათ არც არაფერს მოუტანს საქართველოს, როგორც პარლამენტარი. თუმცა ეგ ჯერ კიდევ საკითხავია 50 დეპუტატის გაყვანის ილუზია ჯერ კიდევ თუ გააჩნია ოცნებას.

როგორც სპორტსმენთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ალბათ არის დრო, რომ ვაცადოთ ადამიანებს აკეთონ თავისი საქმე, რაც იციან და რაც გამოსდით. ხომ არ შეიძლება, რომ სპორტსმენები მოვწყვიტოთ სპორტის სახეობებს და დავსვათ პარლამენტში იმისთვის, რომ გააფუჭონ შემდეგში საქართველოს მოსახლეობის მომავალი. იმის ნაცვლად რომ ავტორიტეტული ადამიანები დავაფასოთ, მათ იმეტებენ და ხდიან ხალხის სასაცილოდ," - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი შოთიკო ხარიბეგაშვილი.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი მინდია გოდერძიშვილი მიიჩნევს, რომ ხინჩეგაშვილმა პოლიტიკაში მოსვლით ბევრი დაკარგა და იგივე ბედი ელის სხვა გაპოლიტიკოსებულ სპორტსმენებსაც.

"სპორტული კარიერიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე მას ჰქონდა ძალიან დიდი სიყვარული და წარმატება საკუთარ ხალხში. მე ვფიქრობ, რომ მერობით და ა. სამწუხაროდ, ლადო არის ნაწილი იმ სისტემისა, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია და რომელიც აუცილებლად მოსაცილებელია ქართული პოლიტიკის სცენიდან." - განაცხადა მინდია გოდერძიშვილმა.

ხინჩაგაშვილის პოლიტიკურ განცხადებებზე საუბრობს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი ანი ბალიაშვილი

"გორის მერის პოზიციიდან ლადო ხინჩეგაშვილმა რამდენჯერაც ხმა ამოიღო, იმდენჯერ სასაცილო რამე თქვა, გარდა მაგისა შეურაცხყოფა მიაყენა კასპელებსაც და ესპანეთის სოფლებზე დაიწყო დარდი, მაშინ როდესაც გორის მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობაში წყალი არ არის.

საპარლამენტო ტრიბუნაზე რომც მოხვდეს ლადო  ხინჩეგაშვილი, რაც საეჭვოა, იმიტომ რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი მაგხელა არაა რომ 49-ე შეიყვანონ, მას ხახამშრალს დატოვებს ბიძინა ივანიშვილი ზუსტად ვიცით. ამ საპარლამენტო ტრიბუნასაც ისე გამოიყენებს, რომ კიდევ უფრო გაიმტკიცებს იმ კლოუნის იმიჯს, რაც აქამდე უკვე შეიქმნა."- აღნიშნა ანი ბალიაშვილმა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი