ბეირუთზე ისრაელის იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილეც

გამოქვეყნდა:

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილე აბას ნილფორუშანი, ბეირუთზე ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა და „ჰეზბოლას“ სხვა წევრები, მათ შორის, სამხრეთის ფრონტის მეთაური.

ნასრალას ლიკვიდაციისა და ბეირუთზე ისრაელის იერიშის შემდეგ, ირანის სულიერი ლიდერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი