66 დაღუპული და 70-მდე დაკარგული | მასშტაბური წყალდიდობა ნეპალში

გამოქვეყნდა:

ნეპალში წყალდიდობას და მეწყერს, სულ მცირე 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 69 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო 60 პირი დაშავებულია. 

როგორც ირკვევა, მსხვერპლის უმეტესობა კატმანდუს ხეობაში ფიქსირდება სადაც დაახლოებით, 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. წყალდიდობის შედეგად შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობა. ადამიანების ევაკუაცია ვერტმფრენების დახმარებით შენობების სახურავებიდან ხდება.

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მეწყერმა გზები 30-მდე ადგილას ჩახერგა.

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ წვიმები, სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან, სტიქიის შედეგად შეფერხებულია შიდა ფრენების უმეტესობა, თუმცა საერთაშორისო ფრენები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი