„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა სამართლიანად აფასებს წარსულს" | ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა "შეარიგოს საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი"

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით" 

ლავროვმა კიდევ ერთხელ შეაქო "ოცნების" ხელისუფლება:

„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ სამართლიანად აფასებს წარსულს, რომ - „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება" და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: ისინი არიან მეზობლები საქართველოსთან ... ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ, თუ მხარეები დაინტერესდებიან", - განაცხადა ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ კონფერენციაზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი