ხელისუფლებას აშკარად, ინტერესთა კონფლიქტი აქვს - მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებზე ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებზე, რომ საერო ხელისუფლება პატრიარქის დამხობას გეგმავდა, ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სინოდმა ცნობად მიიღო მეუფე იაკობის განცხადება, თუმცა, ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოძიება დაიწყონ. მისივე თქმით, სინოდმა არ იმსჯელა მეუფეს სკანდალურ განცხადებაზე.

„ამ მიმართულებით გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ საკითხი რჩება აქტუალური და ხელისუფლება ვალდებულია, გამოიძიოს. ხელისუფლებას აშკარად, ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან დასახელებული პირები არიან უმაღლესი თანამდებობის პირები“ - განაცხადა რატიანმა.

ხელისუფლებამ რომ გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, ამაზე საუბრობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ სპიკერი ანა ნაცვლიშვილი.

„ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის და შემდეგ უკვე დაწყობილად მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, ხელაღებით უარყოფა ამისი და მტკიცება, რომ ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია, მაშინ, რატომ არსებობს გამოძიება“, - ამბობს ნაცვლიშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი