ამერიკელი ანალიტიკოსები და დიპლომატები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებენ და "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს გმობენ. ამის შესახებ მათ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრეს. როგორც ამეიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან კობახიძის მიღებაზე უარი, იმ ქმედებების და განცხადებების შედეგი იყო, რასაც "ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში აკეთებს.
"იმისათვის რომ დავინახოთ რატომ მიიღო ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება, უკან გაეწვია პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე პრემიერის მიწვევა, უნდა შევხედოთ ქართველი ლიდერების განცხადებებს აშშ-სთან დაკავშირებით."- აცხადებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი
"ატლანტიკური საბჭოს" წევრი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" არაქართულ პოლიტიკას აწარმოებს
"ძალიან მარტივია, ბაიდენს, ბაიდენის ადმინისტრაციას კონგრესს, ყველას ერთად სჯერა რომ "ქართული ოცნება" მზარდად აგრესიულ ავტორიტარულ პოლიტიკას ატარებს. კობახიძე მთავრობაში უმაღლესი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც საკუთარი ნებით მონაწილეობს ამ, შეიძლება ითქვას, არაქართულ პოლიტიკაში და ბაიდენმა ძალიან ცხადად გამოხატა ამით უკმაყოფილება," - განაცხადა "ატლანტიკური საბჭოს" წევრმა ჯონ ჰერბსტმა.