"ერთადერთი რაც დაუპატიჟებლობაზე უარესია, ესაა მიგიწვიონ და შემდეგ ეს მიწვევა გააუქმონ... მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი სანქციების აღსრულებაა" | ლუკ კოფი

გამოქვეყნდა:

ერთადერთი რაც დაუპატიჟებლობაზე უარესია, ესაა მიგიწვიონ და შემდეგ ეს მიწვევა გააუქმონ - აღნიშნული განცხადება ამერიკელმა ანალიტიკოსმა ლუკ კოფმა კობახიძის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას ამერიკის ხმასთან გააკეთა.  ამერიკელი ანალიტიკოსები  ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ქმედებებს სხვა შედეგებიც მოჰყვება.

"ერთადერთი რაც დაუპატიჟებლობაზე უარესია, ესაა მიგიწვიონ და შემდეგ ეს მიწვევა გააუქმონ, ვფიქრობ ეს ძალიან სამარცხვინოა საქართველოს მთავრობისთვის. სამწუხაროდ, ყველაფერი რაც ხდება, იქნება ეს ბაიდენთან მიღებაზე მიწვევის თუ მისი კაბინეტის  წევრებთან შეხვედრების გაუქმება, ან ნატოში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით რაიმე პროგრესის მოუხსენიებლობა, ყველაფერი იმის შედეგია, რაც საქართველოში ხდება. არ ვიცი ამერიკის მთავრობა რას ელოდება. მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი სანქციების აღსრულებაა. ასეთი სანქციების დაწესებამ შესაძლოა თავი უკეთ გვაგრძნობინოს იმის დანახვით, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად რაღაცას ვაკეთებთ. მაგრამ საინტერესოა პრაქტიკულად რას შეცვლის ეს, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით," - აცხადებს ჰადსონის 
ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი.

შეგახსენებთ, გაეროს ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტთან მიღებაზე იყვნენ მიწვეული, მათ შორის ირაკლი კობახიძეც. თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძის მოსაწვევი უკან გაიწვია. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის მიმართ უარყოფითი რიტორიკა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი