"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წალკაში ადგილობრივებს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "კოალიცია ცვლილებისთვის" რეგიონებში ტურნეს განაგრძობს. ამჯერად გაერთიანების ლიდერები წალკაში ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ და წალკის განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინეს. კოალიციის ლიდერებმა მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობასა და მასში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

"წალკაში არის გამარჯვების განწყობა, განწყობა წალკაში არის ცვლილებების სასარგებლოდ. ყველა სურს ამ ქვეყანაში ცვლილებები და არავის არ სურს ჩანაცვლება. არავის აღარ სურს ქვეყანაში უყუროს აბუჩად ამგდები ხელისუფლების მართვის სადავეებთან კიდევ დარჩენის პერსპექტივას. ხალხი იმსახურებს ბედნიერებას, ხალხი იმსახურებს კეთილდღეობას და ხალხი იმსახურებს, რომ მის სიტყვას ჰქონდეს ფასი სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ხალხი იმსახურებს, რომ ის წყვეტდეს როგორი სახელმწიფო უნდა მას და არა ერთი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ აქვს ბევრი ფული," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა მელიამ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი