ისრაელი ამბობს, რომ ლიკვიდირებულია "ჰეზბოლას" კიდევ ერთი მეთაური, ნაბილ კაუკი

გამოქვეყნდა:

ისრაელი ამბობს, რომ ლიკვიდირებულია "ჰეზბოლას" კიდევ ერთი მეთაური, აღმასრულებელი საბჭოს დირექტორის მოადგილე, ნაბილ კაუკი. როგორც ადგილობრივი მედია წერს, კაუკი ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბეირუთის გარეუბან დაჰიეში, შაბათს მოკლეს. 

IDF-ის ცნობით, კაუკი "ჰეზბოლას" "პრევენციული უსაფრთხოების განყოფილების" მეთაური და ტერორისტული ჯგუფის ცენტრალური საბჭოს უფროსი წევრი იყო. ასევე, ის ითვლებოდა ტერორისტული დაჯგუფების ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ პირად "და უშუალოდ მონაწილეობდა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების წინსვლაში, მათ შორის ბოლო დღეებში".

ცნობილია, რომ კაუკი "ჰეზბოლას" 1980-იან წლებში შეუერთდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი