"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის სპიკერი ლევან სანიკიძე იქნება

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის სპიკერი ლევან სანიკიძე იქნება - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"მინდა საზოგადოებას წარვუდგინო გამორჩეულად ნიჭიერი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი ახალგაზრდა, ჩემი მეგობარი, ლევან სანიკიძე, რომელიც, არ შემიძლია, არ ვახსენო, რომ ყველა პიროვნულ ღირსებებთან ერთად, არის ლეგენდარული ლევან სანიკიძის შვილიშვილი. მე ვარ ძალიან ამაყი, საზოგადოებას წარვუდგინო ლევან სანიკიძე, როგორც ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის კამპანიის სპიკერი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის საქართველოს უახლეს ისტორიაში", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი