დაზიანებული გადახურვა, უწყლობა... | თელავში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 50-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. თელავში, სოხუმის ქუჩაზე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ 2012 წლის სტიქიის დროს მაღალსართულიან კორპუსს გადახურვა დაუზიანდა. რის შემდეგაც, კორპუსის საცხოვრებლად უვარგისია.

დევნილები სასმელი წყლის პრობლემაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება. მათ საჭიროებებს ჯერ კიდევ 2 წლის წინ ადგილზე დევნილთა და განსახლების მინისტრი გაეცნო, თუმცა პრობლემები ისევ მოუგვარებელია. 

"გვეუბნებიან უკვე პირადი საკუთრებაა და თქვენით უნდა გააკეთოთო. ყველას ხომ არ აქვს საშუალება?! ამასობაში დაზიანდა აბანოები კედლები, ყველაფერი ნესტის სუნია. ეხლა ზაფხულია და ღია გვაქვს ყველაფერი და არ იგრძნობა იმდნად. ზამთარში ძალიან ნესტია. გადახურვას გვპირდებიან, ოქტომბერში დავიწყებთო გვეუბნებოდნენ და ჯერ ოქტომბერი არ დამდგარა. სახურავის გადახურვას ვითხოვთ, ბევრჯერ ვთხოვეთ დახმარება და არ დაგვეხმარნენ და ალბათ ახლაც არ დაგვეხმარებიან", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი