ამერიკის პასუხი "ოცნებას" | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

რა გაგრძელება ექნება ქართულ ამერიკულ-პარტნირობას მას შემდეგ, რაც პრორუსი ოლიგარქის გუნდმა საქართველოს მთავარ მოკავშირესთან ურთიერთობები კატასტროფულად დააზიანა? "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ალბათ არანაირი, რადგან ვნახეთ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაც კი არ ისურვა არ ერთმა ოფიციალურმა პირმა. ეს პარნიტორობა რომ დღეს ჩიხშია, "ქართული ოცნების" მიზანიმართული პოლიტიკის შედეგია. ვის მიზანს ემსახურება ეს? ცხადია რუსეთის.

Post Factum იმ ამერიკელ ანალიტიკოსებს ესაუბრა, რომლებიც სულ ახლო წარსულში თავად ქმნიდნენ შეერთებული შტატების პოლიტიკას უსაფრთხოების მიმართულებით. დღეს დასავლეთში აღარავის აქვს იმისი ილუზია, რომ "ქართული ოცნება" ავტორიტარული რეჟიმია, რომლის დღის წესრიგი კრემლიდანაა ნაკარნახევი და არა საკუთარი ხალხის ნებით. შესაბმისად, დღეს, ისე როგორც არასდროს აქამდე, ვაშინგტონში უკვე მომწიფდა აზრი, რომ სწორედ ახლაა ივანიშვილის საქნცირების დრო. დოკუმენტი დიდი ხანია მზადაა, და ირაკლი კობახიძის, თავად პრორუსი მილირადერისა და მისი პოლიტიკური გუნდის ავანტიურამ ამ დოკუმენტის ამოქმედება გარდაუვალი გახადა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი