რომის პაპი ომის მონაწილეებს, ლიბანში, ღაზაში, პალესტინასა და ისრაელში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

რომის პაპმა ფრანცისკემ, ბელგიაში ვიზიტის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ომის მონაწილე მხარეებს, ლიბანში, ღაზაში, პალესტინასა და ისრაელში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

"ვთხოვ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ლიბანში, ღაზაში, პალესტინასა და ისრაელში. მძევლები უნდა გაათავისუფლონ და ჰუმანიტარული დახმარება უნდა შეუშვან", - განაცხადა რომის პაპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ლიბანში კონფლიქტის ესლაკაციასა და ინტენსიფიკაციას ტკივილით და ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალს.

"ლიბანი შეტყობინებაა, მაგრამ ამ მომეტში ესაა შეტყობინება, რომელიც იხლიჩება", - თქვა ფრანცისკემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი