ბრძოლა ოლიგარქიულ რეჟიმთან | გაიცანით ოპოზიციური კოალიციებისა და პარტიების სიის პირველი ნომრები

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე ერთი თვით, ზუსტად 30 დღით ადრე, ცესკო-ში საპარლამენტო სიების წარდგების ვადა ამოიწურა. ამიტომ გასული კვირა კამპანიის გამორჩეული დღეები იყო. ე.წ. სიების კვირის პირველ ინტრიგად "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება იქცა, თავად არ ეყარა კენჭი და ეს გადაწყვეტილება ორი არგუმენტით გაამყარა - განეიარაღებინა პროპაგანდა, რომლისთვისაც ის შესაძლოა სამიზნე გამხდარიყო და გზა დაეთმო პოლიტიკოსების ახალი თაობისთვის

მეორე ინტრიგა კი "კოალიცია ცვლილებისთვის" მიერ წარდგენილი, სიის პირველი ნომერია, სიტყვებით: "საჯარო მოხელე". ქალი ევროკავშირის დროშით. რომლის კადრებმა მთელი მსლიფოს მედია მოიარა, რომლის სურათიც ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. რომელიც იქცა ჩვენს ელჩად დასავლურ ცივილიზაციაში და საშვად ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე.

48 წლის სოციოლოგი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურში წამყვანი სპეციალისტია. ერთი კვირაა, მისი ჩვეული რუტინა ახალი წესრიგით შეიცვალა. მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, დარჩენილიყო კვლავ უპარტიოდ, მაგრამ კოალიციაში შესულიყო.

"გახარიას საქართველოსთვის" სლოგანები პირდაპირ მათ პოლიტიკურ ალმა-მატერს, "ქართულ ოცნებას" ეხმიანება. კითხვაზე, რას ეუბნება ამომრჩეველს ის ფაქტი, რომ სია სწორედ მისი სახელით იწყება, "ოცნების" ყოფილმა პრემიერმა არა თავის ამომრჩეველს, არამედ უფრო კონკურენტს უპასუხა. ჩვენთვის უცნობია, ის გვარამიას ჟესტმა გააღიზიანა, თუ ხაზარაძის პირობამ მათი ერთობის შესაქმენლად, გახარია სიაში არ ყოფილიყო.

მამუკა ხაზარაძემ თავისი კოალიციის ოცეული არა სიაში მათი თანმიმდევრობის, არამედ რაღაც სხვა ლოგიკით წარადგინა." ძლიერი საქართველოს" სადეპუტატო კანდიდატთა ჩამონათვალში ის თავად არის ნომერი ერთი.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პარტიის პირველი პირი და სიის პირველი ნომერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ რეჟიმის მხრიდან შექმნილი ყველა ბარიერის მიუხედავად პარტიის დამფუძნებელთან კომუნიკაციაში, მიხეილ სააკაშვილის ყველა მოსაზრება სიის ფორმირებაში გაითვალისწინებულია.

სიების კვირაში "ქართულმა ოცნებამ" თავისი სია ანბანის მიხედვით გამოაქვეყნა. მანამდე კი პირველმა გამოაცხადა პირველი ოცეულია. ეს მათთვის რთული არ არის, რამდენადაც სიას ტვინების დიდი შტურმი არ სჭირდება და ჩვეულებრივ ერთდაერთი ავტორი ჰყავს.

რამდენად მყიფეა ივანიშილის პოლიტიკური იმუნიტეტი ერთ თვეში გამოჩნდება. არჩევნებამდე 27 დღით ადრე კი მთავარი მოთამაშეებს სიის პირველების სურათებითაც ნათელია, რომ 26 ოქტომბერს სახლში არდარჩენისთვის, სურათი სავსებით ნათელია.

ასე გამოიყურება წინასაარჩევნო სურათი მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების პირველი ნომრების მიხედვით და ვფიქრობთ სურათი, 26 ოქტიმბერს სახლში არდარჩევნისთვის სავსებით ნათელია.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი