ემიგრანტები ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩებიან | ცესკო საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნებს არ ხსნის

გამოქვეყნდა:

ხათუნა ფირცხალავა სრულიად უცხო გარემოში, სამშობლოდან შორს, ოჯახის წევრების, მეგობრების თუ ახლობლების გარეშე ცხოვრობს. წლებია, რაც უმძიმესი სოციალური პირობების გამო იმ საქმის მიტოვება მოუწია, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუღვნა და საკუთარი სახლ-კარი დროებით დატოვა.

ის რამდენიმე წელია, ემიგრაციაშია. დიდი ხანია მოუთმენლად ელის ცვლილებებს, რომელიც საქართველოს და მის პირად ბედს გადაწყვეტს. არჩევნებამდე ერთი თვეც აღარ დარჩა. 26 ოქტომბერი ახლოვდება და მის ქალაქში საარჩევნო უბანი არ გახსნეს. ქალბატონ ხათუნას 700 კოლომეტრის გავლა მოუწევს საარჩევნო უბნამდე, რომ ხმის მიცემა შეძლოს. პრობლემა მხოლოდ გრძელი დისტანციის დაფარვა არაა, ამ გზაზე მას რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა, სამუშაო საათებისა თუ დღეების შემცირება და დიდი ფინანსური ხარჯია.

"ემიგრანტის სამი დღის გათავისუფლება სამსახურიდან და ამ სამი დღის ხელფასის არაღება, იქ ორი დღე გაჩერდი ბერლინში, საცხოვრისი ხომ გინდა, ეს ყველაფერი ისე მიდის 500-600 ევროზე, როგორც არაფერი. მე ბევრის სათქმელს ვამბობ", - ამბობს ის. 

ეს მხოლოდ  ერთი ადამიანის ისტორიაა, ადამიანის, რომლის უკანაც ასი ათასობით ემიგრანტია. მათ უმეტესობას სამშობლოს დატოვება იძულებით მოუწია. უკვე წლებია, ემიგრანტები სახელმწიფოსგან მათი უფლებების დაცვას ითხოვენ. მათ სურთ მიეცეთ არჩევნებზე მისვლისა და ხმის მიცემის კანონიერი უფლება, რომელიც ხელისუფლებამ წაართვა.

ცესკოს ახალი განკარგულებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყნის 53 ქალაქში. არის ეს საკმარისი იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც ემიგრაცია 95,6 პროცენტითაა გაზრდილი? სადაც ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოსახლეობის 20 პროცენტი საზღვრებს მიღმა ცხოვრობს.   მაგალითად სტრასბურგში, ქალაქში სადაც ათასობით ქართველი ემიგრანტია, რომლებმაც საკონსულო აღრიცხვის პროცედურები გაიარეს, ამომრჩევლის მობილიზაციაც მოახერხეს, საჭირო 50 ხელმოწერის ნაცვლად სამჯერ მეტი ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა ცესკომ საარჩევნო უბანს აქ არ გახსნა.

ემიგრანტების ასეთი აქტიურობა ჯერ არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა. მათი ხმა უკვე დიდი ხანია გვესმის. მათი არჩევანიც კარგად ვიცით როგორც ჩვენ, ასევე საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც მათთვის კანონიერი უფლებების შეზღუდვას ცდილობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი