ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც უფლებამოსილია, ელიტურ კორუფციას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადოს, საქართველოს გენერალური პროკურატურაა და არა რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო.
ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა სუს-ს დაქვემდებარებული ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სწორედ ელიტური კორუფციის ფაქტებს უნდა იძებდეს. მსგავსი ვითარებაა პროკურატურაშიც, სადაც აუდიტის სამსახური ყოველწლიურად დაახლოებით ოცამდე ისეთ დასკვნას აგზავნის, რომლებშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
2020-2023 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავ ორგანოებში მთლიანობაში 85 ანგარიში გადააგზავნა, რომლებშიც არაერთ ცალკეულ დანაშაულზე, არამედ რამდენიმე ასეულ კანონდარღვევაზე და მათ ჩამდენ უამრავ ჩინოვნიკზე იყო ყურადღება გამახვილებული.
დარღვევების ხარისხსა და კორუფციის მასშტაბში უკეთ გასარკვევად, საქართველოს აუდიტის სამსახურის, მიერ პროკურატურისთვის გადაგზავნილი უკანასკნელი შავი სიიდან ერთი კანდიდატი შავარჩიეთ. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული კომპანიაა და საწარმოს 100%-იან წილს სწორედ ის ფლობს. აუდიტის 37-გვერდიანი დასკვნა, რომელიც ამ საწარმოს საქმიანობის 2020-2021 წლების პერიოდს მოიცავს, იმდენი კანონდარღვევაა ასახული, რომ ერთ რეპორტაჟში ყველა მათგანის ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელია.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში “თბილსერვის ჯგუფმა” გარე განათების ბოძებისა და სანათების შესყიდვაში, 92.500 ლარით მეტი დახარჯა. კიდევ ერთ მსგავსად წარმართულ ტენდერში კი დანატები 115.200 ლარით მეტი გადაიხადეს. აუდიტის დასკვნაში, ასევე ყურადღებაა გამახვილებული იმ ძვირადღირებული მანქანები შეძენის ფაქტზე, რომელიც სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილეებმა ჩამოირიგეს. მიუხედად იმისა, რომ ხუთივე მათგანს საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილები ემსახურებოდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ბოსებმა ხუთ ავტომობილში 411 200 ლარი გადაიხადა.
მუნიციპალური სამსახურის უფროსობამ ვერც ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის თანამშრომლებზე გაცემული 4 362 200 ლარის მიზნობრიობა ახსნა. აუდიტის დასკვნაში წერია: "აუდიტმა უტყუარად დაადგინა, რომ ამ სამსახურში უამრავ ლიტრ ბენზის იპარავდნენ. მათ მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია, რომ 16 მანქანაში ავზის მოცულობაზე გაცილებით მეტი საწვავი ჩაასხეს".
ერთ-ერთი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მუნიციპალურმა შპს - მ 309.900 ლარის დამატებითი ხარჯი გადაიხადა. დეკლარაციების დაგვიანებით წარდგენის გამო, 133.500 ლარით დაჯარიმდა, პირგასამტეხლო, 30 400 ლარი დაუჯდა, ხოლო გაფიცული თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებით საწარმო 201 900 ლარის ზიანი მიიღო. საბოლოოდ სახელმწიფო შპს, რომელიც დიდი ალბათობით მომგებიანი უნდა ყოფილიყო 2 წელიწადში 14 მილიონიან წაგებაზე გავიდა.
ამ წლებში თბილსერვისის ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გახლდათ, რომლის ქონებრივი დეკლარაციაც არაერთხელ გამხდარა მედიის ყურადღების საგანი. და იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტების მიერ სავარაუდო კორუფციაში არაერთხელ მხილებული ჩინოვნიკის მიმართ ამ და კიდევ უამრავი სხვა დარღვევის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო, მიქაუტაძე დააწინაურეს და ეკონომიკისმინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს.
ამჟამად რომეო მიქაუტაძე საჯარო სამსახურში აღარ არის, თუმცა დღემდე არავინ კითხულობს ჩინოვნიკის ხელფასით როგორ შეიძინა მან ძვირადღირებული სახლები, ვილები და აგარაკები არამხოლოდ საქართველოში არამედ მადრიდშიც.