საქართველოში კორონავირუსის რეკორდული - 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 80 ადამიანი, გარდაიცვალა - 3. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

3 გარდაცვლილი პაციენტიდან ერთი - ქუთაისში, მეორე - ბათუმში, მესამე კი თბილისში მკურნალობდა და არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 1 დღეში 3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 913;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 574;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 23;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 4 988;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 24 მილიონი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი