კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ეს დღეს უკვე გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სამწუხაროდ დაემატა გარდაცვლილი. გეტყვით, რომ იყო მძიმე ავადმყოფი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისათვის ქვეყანაში კოვიდ 19-ით გარდაცვალების 23 შემთხვევა ფიქსირდება. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულია 3 913 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1 574

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი