"რა მტკიცებულებაა, ვიღაცა რაღაცა დროშით დგას... მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისი კოორდინატორი და აქტივისტია" | ცესკო-ს თავმჯდომარე კომისიის "ნეიტრალურ და დამოუკიდებელ" წევრებზე

გამოქვეყნდა:

"რა მტკიცებულებაა, ვიღაცა რაღაცა დროშით დგას... მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისი კოორდინატორი და აქტივისტია", - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი არჩევნები" საუბრობს.

გადაცემის წამყვანებმა, თეა ადეიშვილმა და ნათია გოგსაძემ მას კომისიის "ნეიტრალურ და დამოუკიდებელ" წევრებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა და მაგალითად რამდენიმე კონკრეტული სახელი და გვარიც ჩამოუთვალეს იმ ადამიანების, რომლებიც კომისიის წევრობის პარალელურად, მმართველ პარტიასთანაც აქტიურად თანამშრომლობენ ან მათი აგიტაციით არიან დაკავებული. 

მათ შორის არიან:

  • მეგი სურმანიძე - "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი, გამოირჩევა "ქართული ოცნების" სარეკლამო ფოტო-მასალის გაზიარებით. დასაქმებულია ახალსოფლის საბავშვო ბაღში და არის არაპარტიული კომისიის წევრი; 
  • რუსუდან დიასამიძე - უბნის თავმჯდომარე;
  • ირაკლი სანადირაძე - ბათუმის საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი წევრი რომელიც Facebook-ზე მუდმივად აზიარებს თორნიკე რიჟვაძის შეხვედრებს;
  • ნინო პაჭკორია - Facebook-ზე აზიარებს ფოთში, გიორგი ხახუბიას შეხვედრებს, მე-12 უბნის თავმჯდომარე, ასევე, მუშაობს საკრებულოს აპარატში;
  • მანუჩარ ცინცაძე - საუბნო საარჩევონო კომისიის თავმჯოდმარეობაზე აქვს განცხადება შეტანილი და დასაქმებულია "ქართული ოცნების" აქტივიზმში.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, "მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისი კოორდინატორია, ვინ ვისი აქტივისტია - მთავარია მტკიცებულება და კანონი განსაზღვრავს - არის ჩარჩო საკანონმდებლო, რა შემთხვევაში მიიჩნევა დარჩვევად". გადაცემის წამყვანებს მან ასევე უთხრა, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინმე არღვევს კანონს. თარიღები, უტყუარობა, თქვენ აფრიალებთ რაღაც ინფორმაციას, წარმოდგენა არ მაქვს ვინ ვინ არის".

ხელისუფლებაში ყოფნა და პოლიტიკური შედეგები ამ პროცესის, ცესკო-ს საზრუნავი საერთოდ  არ არის. ჩვენი საზრუნავია კვალიფიციურად ადმინისტრირება. და არა ის, ვინ რომელ სოციალურ ქსელში რას აქვეყნებს და რას აკეთებს. ეს არც საკანონმდებლო მოთხოვნაა. თქვენ რას ამბობთ ახლა, რომ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები სხედან და ამოწმებენ, ვინ რას აქვეყნებს და რას აზიარებს სოციალურ ქსელში? რას მეუბნებით ახლა, რაღაც ისე ნუ წარმოაჩენთ ამ საკითხს, რომ ცესკოს თავმჯდომარე თუ ქვემდგომი კომისიის 17 წევრი იჯდეს და მონიტორინგი და რევიზია აკეთონ კონკრეტული პირების. ჩვენ არც კანონი გვთხოვს ამას... ძალიან მარტივად გეუბნებით, კანონი დღეს ისეთ ფილტრს აწესებს, რომელიც წინაპარტიული წევრობა, წარმომადგენლობა, შემომწირველობა ძალიან დიდი არის ახლა, ამ ნიუანსებზე ნუ შემიყვანთ მსჯელობაში, მთავარი არის რა - იმ შემთხვევაში თუ ამ პერიოდის განმავლობაში გამოვლინდება რომელიმე კანონის დარღვევის შემთხვევა არაკეთილსინდისიერების, მიკერძოების, რთიკის კოდექსის.. ეს ქაღალდები მე არაფერს არ მაძლევს იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ თუ ასეთი შემთხვევა არსებობს, ინსტიტუციაში წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია შესაბამისი სახით ან მტკიცებულება იმისა, რომ ნიშნები იმისა, რომ ინსტიტუციამ უნდა დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით... ბევრი ასეთი აფრიალებული ქაღალდი გვინახავს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოკვლევის პროიცესში ის არ დადასტურებულა, - ამბობს კალანდარიშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი