
ლატვიის პრეზიდენტი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხელი დაიზიანა. ფოტო შეხვეული ხელით, სოციალურ ქსელში თავად ედგარ რინკევიჩმა გაავრცელა.
ლატვიური მედიის ინფორმაციით შემთხვევა 28 სექტემბერს მოხდა. როდესაც რინკევიჩი ველოსიპედით მოძრაობდა ოლეინ-დალბე-ოლაინის მონაკვეთზე.
29 სექტემბერს ქვეყნის ლიდერი ტრავმატოლოგიურ და ორთოპედიულ საავადმყოფოში მივიდა, სადაც ექიმებმა მოტეხილობები აღმოაჩინეს და თაბაშირის დაადეს.
"ველოსპორტის სეზონი დასრულდა. დიდი მადლობა ექიმ კრის როზენბერგს და ტრავმატოლოგიურ და ორთოპედიულ საავადმყოფოს გუნდს, რომლებმაც არც თუ ისე ჭკვიან პაციენტს დახმარება გაუწიეს. ლატვიელი ექიმები მსოფლიოში საუკეთესოები არიან“, - დაწერა ფოტოს აღწერაში რინკევიჩმა.