კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 - აჭარიდანაა, 47 - თბილისიდან

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 - აჭარიდანაა, 47 - თბილისიდან, 26 - იმერეთიდან, 6 - სამეგრელო - ზემო სვანეთიდან, 2 კი გურიიდან. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 80 ადამიანი, გარდაიცვალა - 2.

2 გარდაცვლილი პაციენტიდან ერთი - ქუთაისშიმეორე - ბათუმში მკურნალობდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 1 დღეში 2 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 913;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 574;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 22;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 4 988;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 24 მილიონი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი