კალაძის განცხადებით უკვე მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია | სანიკიძე

გამოქვეყნდა:

კალაძის განცხადებით საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მიესალმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად ცნობას! ამ განცხადებით უკვე მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ კახა კალაძის განცხადების შეფასებისას.

„ლავროვი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ასახელებს და საქართველოს მეზობლებად მოიხსენებს, ივანიშვილის პარტიის გენერალურმა მდივანმა კი ეს პოზიტიურად შეაფასა და ამ განცხადებით უკვე მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია. რუსეთი და ქართული ოცნება ცდილობს კონფლიქტის მხარედ აქციონ არა რუსეთი, არამედ სეპარატისტული რეჟიმები.“- ამბობს სანიკიძე.

შეგახსენებთ, ლავროვის "შეთავაზებას", რომ მოსკოვი მზადაა "საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნები შეარიგოს" მერმა კალაძემ "პოზიტიური" უწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი