კობახიძეს მიწვევა ბაიდენის ადმინისტრაციამ არა 3 დღით, არამედ 2 კვირით ადრე გაუგზავნა | პრემიერის განცხადება სიცრუე აღმოჩნდა

გამოქვეყნდა:

პრემიერ კობახიძის განცხადება რომ ბაიდენთან მიწვევა მას სამი დღით ადრე გაუგზავნეს და შემდეგ გააუქმეს, სიცრუე აღმოჩნდა. ინფორმაცია გამოცემა "პუბლიკამ" აშშ-ის საელჩოში გადაამოწმა. 

ირკვევა, რომ კობახიძეს მიწვევა ბაიდენის ადმინისტრაციამ არა სამი დღით, არამედ ორი კვირით ადრე, 11 სექტემბერს გაუგზავნა და შედეგ, მიღების წინა დღეს გააუქმა. 

„განსაკუთრებულ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. არასერიოზულია, 3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა. ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე გამიჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 26 სექტემბერს, მიწვევის გაუქმებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.

მიწვევის გაუქმების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია და დასავლეთზე ნეგატიური რიტორიკა გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი