"ცუდი რა არის ამაში?...რას მიედ-მოედებით..." | კალაძე ლავროვის განცხადებას დღესაც "პოზიტიურს" უწოდებს

გამოქვეყნდა:

კახა კალაძე სერგეი ლავროვის განცხადებას დღესაც "პოზიტიურს" უწოდებს. საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის "შეთავაზებაზე", სადაც ის აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" საქართველოს "მეზობელ ქვეყნებს" უწოდებს და "შერიგებაში დახმარებას" გვთავაზობს. 

რუსეთის ფედერაციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელს შეუწყობს შერიგების პროცესს, ცუდი რა არის ამაში ხომ? პოზიტიურია ის, რომ ხელს შეუწყობს. მე ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს , რომელიც წლების წინ მოხდა. არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი. ჩვენც გვაქვს ჩვენი შეცდომები დაშვებული... " ამბობს კალაძე 

კითხვაზე, რომ ლავროვი ოკუპირებულ ტერიტორიებს "მეზობელ ქვეყნებად" მოიხსენიებს კალაძე, ამბობს, რომ ეს წინა ხელისუფლების  "მოღალატეობრივი პოლიტიკის" შედეგია - "ეს არის თქვენი სპეკულაციები ...მთავარი არსი რა არის, ჩვენ გვინდა აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და რას მიედ-მოედებით..." უთხრა მერმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს.

კალაძემ პირველი ასეთი განცხადება გუშინაც გააკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი