გაიხსნება თუ არა დამატებითი საარჩევნო უბნები ემიგრანტებისთვის? | 3 სარჩელიდან 2 სასამართლომ არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

გაიხსნება თუ არა დამატებითი საარჩევნო უბნები ემიგრანტებისთვის? -  ამ საკითხზე საქალაქო სასამართლოში შესული 3 სარჩელიდან 2  (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა და ISFED) სასამართლომ არ დააკმაყოფილა.  ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 4 ქვეყნის რამდენიმე ქალაქში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვდა. სარჩელში მოთხოვნილი იყო ცესკოს განკარგულების გაუქმება, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი განკარგულება ძალაში რჩება.

"მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ისეთ პრინციპებს, როგორიცაა საყოველთაობა და თანასწორობა. ISFED-ი არ ეთანხმება მიღებული სარეალიზაციო ნაწილის შინაარს, ჩავიბარებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას რა სამართლებრივი გზები შეიძლება იყოს გამოყენებული ამომრჩევლების უფლებების დასაცავად. ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორს გავუზიარებთ ინფორმაციას," - აცხადებს ISFED-ის იურისტი რატი თინიკაშვილი.

მესამე სარჩელის შემთხვევაში, რომლის განხილვაც ასევე დღეს უნდა გაიმართოს, ემიგრანტებს წარმოადგენს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა  სასამართლოში თამარ კორძაიამ წარადგინა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი