ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია შესაძლოა ამ კვირაში დაიწყოს - WSJ

გამოქვეყნდა:

ისრაელმა ლიბანში სახმელეთო შეჭრა შესაძლოა ამ კვირაში დაიწყოს  -  ამის შესახებ  WSJ წერს გამოცემის წყაროები  აცხადებენ,  რომ  ოპერაციების  დროს  ისრაელელი  მებრძოლები  ლიბანი-ისრაელის  საზღვარზე  "ჰეზბოლას"  მებრძოლების  კუთვნილ  გვირაბებში შედიან. ასეთი რეიდები განხორციელდა როგორც ბოლო დღეებში, ასევე რამდენიმე თვის განმავლობაში.  

"ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ "ცახალი" აქტიურად ემზადება შესაძლო სახმელეთო ოპერაციებისთვის, მათ შორის სპეციალური დანაყოფების გამოყენებისთვის. სახმელეთო შეჭრა გარდაუვალია და მიმდინარე რეიდები მოსამზადებელი მოქმედებების ნაწილია" - განაცხადა ისრაელის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ამირ ავივიმ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ  სახმელეთო ოპერაციების დრო შეიძლება შეიცვალოს შეერთებული შტატების ზეწოლი, რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს მასშტაბური შეჭრა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი